რეზონანსი
09.04.2020

ბათუმში კორონავირუსი ერთი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია დედა და მისი 10 წლის შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. დედა-შვილი 4 აპრილს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. დღეს მათ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, რის გამოც მოხდა მათი გამოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ დღის მეორე ნახევარში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×