რეზონანსი
09.04.2020

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 610 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,165 დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდა. სულ COVID-19-ს 18,279 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 143,626 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28,470-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 96,877 აქტიური პაციენტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×