რეზონანსი
09.04.2020

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები აღდგომას ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება გამარჯვება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, როდესაც აღნიშნა, რომ წელს წირვაზე ვერ მივა.

„სამ დღეში ბზობაა, 10 დღეში აღდგომა, მე არ მახსოვს, ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე, ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია. თუმცა წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამე თუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს კანონი და წესი.ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×