რეზონანსი
09.04.2020

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოსახლეობას, 9 აპრილის დღის აღსანიშნავად იდეას სთავაზობს.

„არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის", - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×