რეზონანსი
09.04.2020

ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის ფაქტს.

„როგორც ყოველთვის, ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი. ასე კეთდება ნამდვილი საქმე. ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. მსოფლიო მასშტაბით, ეს არის უდიდესი და უპრეცედენტო სოლიდარობის აქტი. ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა და ზუსტად ვიცით, ყველაზე რთულ დროს, ვისი იმედი უნდა გვქონდეს. ყველაფერი კარგად იქნება", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×