რეზონანსი
09.04.2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც 5 და 7 წლის გოგონებთან გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.

ფაქტს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაია მახარაშვილი გამოეხმაურა, რომელიც მის მეზობლად პედოფილიის კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე წერს. საუბარი 70 წლამდე ასაკის მამაკაცზე, რომელიც უკვე დაკავებულია:

„ჩემს წინა კორპუსში ცხოვრობს ასეთი პედოფილი, რომლის სასამართლო ახლა მიმდინარეობს. მისი სამეზობლო თავს დებს მის პატიოსნებაზე და წესიერებაზე: რას ამბობთ, კაცი აგერ ეზოში ჩამოდის, ჯდება წყნარად პარკში და ცუდს არაფერს აკეთებს, კარგი სალამი იცის და ბავშვებისთვის ხშირად ტკბილეულს ყიდულობსო.

ის ნაბიჭვარი იჯდა და კორპუსებს შორის მოწყობილ საბავშვო მოედანს მისჩერებოდა მთელი დღე. ტკბილეულის ყიდვაც რა ტაქტიკა იყო, კი მიხვდებით.

აი, იმ კორპუსის მთელ სამეზობლოს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. თუ სადმე სამართალია, ამ ნაგავსაც 6-7 წელს მიარჭობენ, მაგრამ სასჯელი გასამკაცრებელია. აღრიცხვაზე ასაყვანები არიან და ყოველგვარი პერსონალური მონაცემების დაცვის გარეშე უნდა იცოდეს საზოგადოებამ, როცა ასეთი კაცი ციხიდან გამოდის".

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×