რეზონანსი
09.04.2020

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 71 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 54 კორონავირუსით ინფიცირებულია.

რატიანი ამბობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტი წევს, კოვიდინფიცირებულები გვყავს 54. მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რეანიმაციაში არსებული პაციენტებიდან ექვსი კვლავ რჩება ამ განყოფილებაში. მათგან სამი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამი კი სპონტანურ სუნთქვაზე" , - განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან რამდენიმეს შემთხვევაში პირველადი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„ველოდებით ლუგარიდან პასუხებს ამ პაციენტებთან, ვინაიდან გასულია უკვე პროტოკოლით განსაზღვრული დღეები. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მეტ-ნაკლებად ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება" , - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ორაულებს, რატიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ვიტალურ ფუნქციებს ვინარჩუნებთ, როგორც ქალბატონებისას, ასევე მათი ნაყოფისას. ბავშვებს რაც შეეხებათ მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ არ ფიქსირდება" , - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

„რაც შეეცება ორ ახალ პაციენტს, ჩატარებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.ერთ მათგანთან დადასტურდა მწვავე პნევმონია, მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით" , - განაცხადა რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×