რეზონანსი
09.04.2020

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ეპარქიის დაინფიცირებული წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რელიგიური რიტუალების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებაზე ისაუბრა.

„ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ამერიკაში მოღვაწე ეპისკოპოსთა გადაწყვეტილება. ასეთ დროს არ შეგვიძლია, წავიდეთ სახელმწიფოსა და ექიმების რჩევის წინააღმდეგ და ეს არის სახლში დარჩენა, შეკრებების აკრძალვა და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რელიგიური თავისუფლების კანონით ჩვენ გაქვს უფლება, რომ დიდი შეკრებები გავმართოთ, მაგრამ ვითვალისწინებთ სახელმწიფო რეგულაციებს, რათა ხელი შევუშალოთ ინფექციის გავრცელებას", - განაცხადა მეუფე საბამ „იმედის დილასთან".

მისივე თქმით, ქრისტიანობის მთავრი პრინციპი მოყვასის გაფრთხილებაა და მრევლმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

„მრევლმა უნდა გაითავისოს ერთი რამ, რომ ეს არის მსხვერპლის გაღება მოყვასის სიყვარულისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. პირველი რიგში, ქრისტიანული სიყვარული ამას ითვალისწინებს, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ გავხდეთ მიზეზი იმის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი მიზეზით შეიწიროს ამ ვირუსმა. მთავარი არის ის, რომ მსახურება არ შეჩერდეს და 2 და 3 ადამიანი სადაც არის შეკრებილი უფლის სახელით, იქ არის იესო ქრისტე. ვინც სახლში არის დარჩენილი ისინი მიზეზით არიან მსახურებას დაკლებულნი, ჩვენ არ ვთვლით, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან დარჩენილები", - განაცხადა მეუფე საბამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×