რეზონანსი
09.04.2020

„კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა“ – წერს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ხუროშვილი სააკაშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. 2012 წლიდან კი, გიგი უგულავას მერობის დროს, საბურთალოს გამგებლის თანამდებობას იკავებდა. ის ამ დრომდე აშშ-ში იმყოფება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს. საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.

ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს. დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!

თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკლი დაავადებები, მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს… მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანები დარჩნენ ისეთივე კეთლები, როგორიც დღეს არიან! გისურვებთ ჯანმრთელობას!“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×