რეზონანსი
09.04.2020

თემ­ქა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და ნი­კო­ლი­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სტი­ქა­რო­სა­ნი, რომ­ლის ოჯა­ხის ოთხი წევ­რიც (მისი ჩათ­ვლით) კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში", და­ინ­ფი­ცი­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 82 წლის ბა­ბუა ამ დრო­ის­თვის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ის კი დე­და­სა და დე­ი­დას­თან ერ­თად ერთ-ერთ პა­ლა­ტა­ში.

"სტა­ბი­ლუ­რად ვგრძნობ თავს, სი­ცხე არ მაქვს, არც ხვე­ლე­ბა და სხვა სიმპტო­მე­ბი. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა მაქვს. პირ­ვე­ლად ბა­ბუა და­ინ­ფი­ცირ­და, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და, დე­დამ არა­ერ­თხელ და­უ­რე­კა სას­წრა­ფოს, სამ­წუ­ხა­როდ, სას­წრა­ფომ უარი გვი­თხრა გა­დაყ­ვა­ნა­ზე და დე­და­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა ბა­ბუა ჩაგ­ვეყ­ვა­ნა ტაქ­სით კორ­პუს­თან მდე­ბა­რე კლი­ნი­კა "ჯერ­არსში". ფილ­ტვებ­ზე სუ­რა­თი რომ გა­დაგ­ვე­ღო და გაგ­ვე­გო რა სჭირს. მაგ­რამ, მას შემ­დეგ რაც ბა­ბუა ტაქ­სი­ში ჩავ­სვით, მო­ვი­და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა, ის ტაქ­სი­დან გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ და გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში", - გა­ნა­ცხა­და სტი­ქა­რო­სან­მა.

რო­გორც სტი­ქა­რო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, მას ჰგო­ნია, რომ ბა­ბუ­ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ლიფ­ტი­დან მოხ­და, სხვა მხრივ, მას და მე­სა­მე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ აღ­ნიშ­ნულ ოჯახს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

"პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო ჩვენს კორ­პუს­ში მე­სა­მე სარ­თულ­ზე და როცა ეს შემ­თხვე­ვა გა­ვი­გეთ, დე­და­ჩემ­მა და­რე­კა მე­რი­ა­ში, დე­ზინ­ფექ­ცია რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს ცოლი, ქმა­რი და მათი ძიძა, ოღონდ ის სხვა კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ამ­ბის შემ­დეგ დე­ზინ­ფექ­ცია ჩვე­ნი სახ­სრე­ბით ვერ ჩა­ვა­ტა­რეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მგო­ნია, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და ლიფ­ტი­დან, რად­გან ბა­ბუა ხში­რად გა­დი­ო­და სა­ყიდ­ლებ­ზე პურს, ჟურ­ნალს ყი­დუ­ლობ­და და ამ მხრივ ლიფ­ტი მგო­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. ერ­თმა­ნე­თის სახ­ლშიც არ დავ­დი­ო­დით სტუმ­რად და არც არა­ფე­რი. 

ბა­ბუ­ამ პირ­ვე­ლი სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნამ­დე ორი დღით ადრე თქვა, რომ სუს­ტად იყო. მას ეგო­ნა რომ გა­ცივ­და. ორი დღის შემ­დეგ იყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მე­ო­რე დღეს როცა გა­ვი­გეთ ბა­ბუ­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ჩვენ ვი­თხო­ვეთ კა­რან­ტინ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სას­წრა­ფომ გვი­თხრა უარი ტეს­ტი­რე­ბა­ზე სახ­ლში იყა­ვი­თო და იმ­კურ­ნა­ლე­თო. სას­რა­ფოს პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი იყო, რომ დაგ­ვე­რე­კა ოჯა­ხის ექიმ­თან და მოგ­ვე­ყო­ლა სიმ­ტო­მე­ბის შე­სა­ხებ. რო­დე­საც უბ­ნის ექიმ­თან დავ­რე­კეთ, მისი პა­სუ­ხი იყო, რომ სახ­ლებ­ში არ დავ­დი­ვართ და ტე­ლე­ფო­ნით უნდა გვი­თხრათ სიმპტო­მე­ბიო... ინ­ფექ­ცი­ურ­შიც ვა­პი­რებ­დით ასე­ვე წას­ვლას, დავ­რე­კეთ ინ­ფექ­ცი­ურ­ში და მათი პა­სუ­ხი იყო, რომ ვერ მი­გი­ღებ­თო", - გა­ნა­ცხა­და სტი­ქა­რო­სან­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მას ტა­ძარ­ში მის­ვლი­სას ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, შე­ხე­ბა ჰქონ­და მა­მა­ოს­თან. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, სტი­ქა­როს­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის შემ­დეგ, ის სახ­ლში გა­უშ­ვა.

"მა­მაო სულ მაფრ­თხი­ლებ­და, რომ როცა გა­ი­გებ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ამ­ბავს, ეცა­დე რომ აღარ მოხ­ვი­დეო. ცოტა ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ როცა მი­ვე­დი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, კონ­ტაქ­ტიც არა­ვის­თან არ მქონ­და მა­მა­ოს გარ­და. როცა გა­ი­გო მა­მა­ომ ჩემი ამ­ბა­ვი, გა­მიშ­ვა და მი­თხრა სახ­ლში იყა­ვიო. როცა ბა­ბუ­ას და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, მე უკვე სახ­ლში ვი­ყა­ვი. მე არ ვიცი, მა­მაო იმ­ყო­ფე­ბა თუ არა იზო­ლა­ცი­ა­ში, მაგ­რამ მე მის გარ­და არა­ვის­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და სტი­ქა­რო­სან­მა.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და იმ ტაქ­სის მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნით, რო­მე­ლიც სტი­ქა­რო­სანს და დე­და­მისს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ხუ­ცის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში და­ეხ­მა­რა. სტი­ქა­რო­სა­ნის თქმით, ეს არ ყო­ფი­ლა კერ­ძო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი ტაქ­სი და არც მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი ახ­სოვთ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×