რეზონანსი
08.04.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 541 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, 8 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში „კოვიდ 19"-ით 10 869 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 7 148 ადამიანი. მათგან 482 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სულ საფრანგეთში ვირუსისგან 21 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×