რეზონანსი
08.04.2020

კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა,"- ამის შესახებ კორონავირუსით დაინფიცირებულმა სტიქაროსანმა ისაუბრა, მისი თქმით ტაძარში მისვლისას ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია.

"მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა. როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი. სტაბილურად ვგრძნობ თავს, სიცხე არ მაქვს, არც ხველება და სხვა სიმპტომები. ფილტვების ანთება მაქვს. პირველად ბაბუა დაინფიცირდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, დედამ არაერთხელ დაურეკა სასწრაფოს, სამწუხაროდ, სასწრაფომ უარი გვითხრა გადაყვანაზე და დედაჩემმა გადაწყვიტა ბაბუა ჩაგვეყვანა ტაქსით კორპუსთან მდებარე კლინიკა "ჯერარსში". ფილტვებზე სურათი რომ გადაგვეღო და გაგვეგო რა სჭირს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ბაბუა ტაქსიში ჩავსვით, მოვიდა სასწრაფოს მანქანა, ის ტაქსიდან გადმოვიყვანეთ და გადაიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში", - განაცხადა სტიქაროსანმა.

“Report.ge“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×