რეზონანსი
08.04.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ვანში ზომები გამკაცრდება - ტერიტორიაზე განსაკუთრებული რეჟიმის დაწესების მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივისთვის კორონავირუსი დადასტურება გახდა, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია კონტაქტები კი არაერთი. შუახნის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ვირუსის სიმპტომებით, რამდენიმე დღის წინ თბილისიდან დაბრუნდა. მის მეუღლეს კი რომელიც ერთ-ერთ მაღაზიას ცემენტით ამარაგებდა ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

როგორც ინფიცირებული ქალის შვილი ამბობს, მამა ბოლო პერიოდში მაღაზიაში აღარ მუშაობდა და მისი კონტაქტები მხოლოდ რამდენიმე მეზობელით შემოიფარგლება, დედა კი დაახლოებით ორი კვირის წინ იმყოფებოდა თბილისში, მას შემდეგ, რაც ამ ქალის შვილიშვილს ცხელება დაუფიქსირდა, ის ავტომობილით ვანში წამოიყვანეს, შვიდი დღის წინ, კი 75 წლის ქალს და მის მეუღლეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს, და ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ის მეუღლესთან ერთად ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დაინფიცირებული ქალის შვილი ამბობს, ვირუსის პირველწყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ოჯახში ეპიდემიოლოგები არ მისულან და არც შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამსვები პუნქტები და მოსახლეობას თერმოსკრინიგი ჩაუტარდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×