რეზონანსი
08.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს. ამიტომ მეტალის სახელურები კარგად უნდა გაიწმინდოს. მან ამის შესახებ „რუსთავის 2" ეთერში განაცხადა.

„ ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს, ამიტომ მეტალის სახელურები ყველაზე კარგად უნდა გაიწმინდოს. როდესაც პაციენტი სახლში ბრუნდება და ლიფტის ღილაკს ხელს აჭერს, შესაძლოა სწორედ ლიფტის ღილაკი ინფექციის წყარო გახდეს. როდესაც დახურულ სივრცეში შედის, მაგალითად ლიფტში, შესაძლოა ზუსტად ეს ლიფტის კამერა გახდეს ინფიცირების წყარო. არ გამოვრიცხავ რომ ნებისმიერი ნივთი შეიძლება დაინფიცირების წყარო გახდეს, ამიტომ ძალიან ხშირად დავასუფთავოთ საგნები, რომელსაც ჩვენ ვეხებით", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×