რეზონანსი
08.04.2020

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოყვა.

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახური აცხადებს, ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. მესამე მუშა კი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამივე დაშავებული მუშა კონტაქტურია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×