რეზონანსი
07.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი მხოლოდ სამი თვეა, რაც არსებობს და შესაბამისად, მისი ბუნება ჯერ არავინ იცის.

„10 პროცენტია ევროპის ქვეყნებში სიკვდილობა და საშუალოდ მსოფლიოში 5 პროცენტი. 10 პროცენტი უზარმაზარი სიკვდილობაა, გრიპის სიკვდილობა იყო 0,5 პროცენტი და აქ 10 პროცენტია სიკვდილობა. შესაძლოა, ეს გადავიტანოთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინოს იმუნიტეტი ამის წინააღმდეგ და მომავალში მოგვევლინოს, როგორც სეზონური ინფექცია. შესაძლებელია, მაგრამ ეს ინფექცია სულ რაღაც სამი თვეა, არსებობს და არავინ იცის, ასე იქნება, თუ არა" , - განაცხადა ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×