რეზონანსი
07.04.2020

72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ეკონომიკური კრიზისი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში, მე ასეთი სოლიდარობა 72 წლის ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. ძალიან მინდა ეს სოლიდარობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×