რეზონანსი
07.04.2020

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდგინდა კორონავირუსი. „ინტერპერესნიუსის" ინფორმაციით, პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დაუდგინდა.

ასევე, რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი 2 აპრილს დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×