რეზონანსი
07.04.2020

სტი­ქა­როს­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არა ეკ­ლე­სია, არა­მედ ოჯა­ხი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ იმ ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი, მამა სე­რა­ფი­მე აცხა­დებს, რომ­ლის სტი­ქა­რო­სან­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

"მას შემ­დეგ, რაც სტი­ქა­როს­ნის ბა­ბუ­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, იგი ჩვენ­თან მსა­ხუ­რე­ბა­ზე აღარ დამ­დგა­რა, იმი­ტომ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანი და­თხო­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მსა­ხუ­რე­ბი­დან და ტა­ძარ­ში არ მო­სუ­ლი­ყო.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, გუ­შინ გა­ვი­გე. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს. მე ექი­მებ­საც ვე­სა­უბ­რე და მი­თხრეს, რომ იგი მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ არის. პი­რა­დად და­ვინ­ტე­რეს­დი, რად­გან ეს არ არის სა­თა­მა­შო თემა.

სტი­ქა­როს­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მრევლს დღეს გა­ვა­ცა­ნით იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ გვი­ან გა­ვი­გე ეს და­ზუს­ტე­ბით. დღეს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ატა­რებ­და დღე­სას­წა­ულ­ზე წირ­ვას. შე­იძ­ლე­ბა მე დღეს იქაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან გუ­შინ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე ამ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ბა­დით, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვით, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით ჩვენს მრევლს მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ, რომ ასე­თი რა­ღაც და­დას­ტურ­და," - გა­ნა­ცხა­და მამა სე­რა­ფი­მემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს" ეთერ­ში".

თემ­ქა­ზე, ზღვის უბან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ბიჭი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­ქა­რო­სა­ნი კვი­რას, 5 აპ­რილს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 6 აპ­რილს კი ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×