რეზონანსი
07.04.2020

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს საკუთარ "ფეისბუქზე" პერიოდულად პასუხობს.

"კორონავირუსი არ გადაეცემა კანის გზით. ასეთი ინფექციები, ცხადია, არსებობს, რომლებიც კანის უხილავი, მიკროტრავმებით გადაეცემა, მაგრამ კორონავირუსი მათ რიცხვში არ შედის.

ხელი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელით შეიძლება შევეხოთ სახეს (თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვან გარსებს). ამიტომ, არასამედიცინო მიზნით ხელთათმანის გამოყენებას შეიძლება მხოლოდ ის გამართლება ჰქონდეს, რომ გვახსენებს - არ მოვიკიდოთ ხელი სახეზე.

თუმცა, ხელთათმანის გამოყენების პრობლემა ის არის, რომ ხელთათმანიან ხელს ვახებთ ზედაპირებს და შემდეგ ვერ ვიბანთ, არც სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებაა რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი ხსნარი აზიანებს ხელთათმანს.

ასევე, ხელთათმანის გახდასაც თავისი წესი აქვს და ესეც უნდა დავიცვათ. ხელი ხელთათმანის მოხსნისთანავე მაშინვე უნდა დავიბანოთ საპნით. ამიტომ, თუ ხელთათმანს ხშირად არ ვიცვლით, ამით ვაბინძურებთ ზედაპირებს და, ფაქტობრივად, ინფექცია გადაგვაქვს. ამ მხრივ უხელთათმანო ხელი, თუ ხშირად ვიბანთ, უფრო უსაფრთხოა."

ცნობისთვის, საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა გამოვლენილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×