რეზონანსი
07.04.2020

ხარების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა.

„ეს დღეები მუდმივად ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე. რა თქმა უნდა, წესები, როგორც მოქალაქეების ვალია, უნდა დავიცვათ, მაგრამ რწმენას არ უნდა ვუღალატოთ. დადგენილი მოთხოვნები ვცდილობთ, რომ დავიცვათ", - განაცხადა ქადაგებისას მეუფე დავითმა.

ასევე მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მღვდელმსახურები მზად არიან, მრევლის წევრებს ზიარებისთვის სახლში მიაკითხონ.

„ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას, სამღვდელოება მზად არის მივიდნენ, აღსარებაც მოისმინონ და წესისამებრ აზიარონ კიდეც", - განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლამადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×