რეზონანსი
07.04.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შერბილების რეკომენდაციას არ აძლევს. იგი აფრთხილებს სახელმწიფოებს, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია და ეს სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახლა მკაცრი ზომების შენარჩუნებაა, არ უნდა მოხდეს მათი ნაადრევი შერბილება",- განაცხადა WHO-ს სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ბრიფინგზე.

“ეს იგივეა, რაც ავადმყოფი ადამიანი ნაადრევად წამოდგეს საწოლიოდან და გარეთ გავიდეს. თავს რისკის ქვეშ დააყენებთ, რომ გართულებები შეგექმნათ",-აღნიშნა სპიკერმა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,4-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 76 000-ს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×