რეზონანსი
07.04.2020

ეს მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოვიხადოთ, - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც ექიმმა განმარტა, 80 პროცენტი ამ დაავადებას აკლინიკური ფორმით მოიხდის, ხოლო საშუალო და მძიმე შემთხვევები მხოლოდ 20 პროცენტშია მოსალოდნელი.

„ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ - ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის" შესახებ ბუმია სამყაროში. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია", რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის განმარტებით, ეს ინდივიდუალურია. მისი თქმით, შესაძლებელია ადამიანი იყოს ვირუსის მატარებელი, მაგრამ არ იყოს დაავადებული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×