რეზონანსი
07.04.2020

“ვისაც შიში აქვს დარჩეს სახლში, მრევლისთვის ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

არქიმანდრიტის თქმით, ტაძრებში ისევე როგორც აქამდე ახლაც ხდება დისტანციის დაცვა.

“დისტანციის დაცვა, ხატების ხშირი წმენდა, ამ ყველაფერს ჩვენ ვასრულებთ. სტიქაროსნებიც ერთჯერადი ჭიქებით სიტკბოებას არიგებენ. საპატრიარქოს მოწოდებაც იყო ერთგვარი, რომ ვისაც უძლურება აქვს, ვისაც შიში აქვს, კი ბატონო დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება. ყველა ადამიანს მაინც ექნება შესაძლებლობა მოვიდნენ და ნორმების დაცვლით მოილოცონ“, - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში არქიმანდრიტმა იოანემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×