რეზონანსი
07.04.2020

ბათუმელი მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს და საკუთარი ჯამრთელობის შესახებ წერს: 

"ჩემო უსაყვარლესებო, მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქვს გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე, ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში, სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! 

მე ახლაც ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ეხლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს!  

კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა, წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! 

თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად, მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!"- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×