რეზონანსი
07.04.2020

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. იგი ამბობს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება.

„არ მაქვს არანაირი სიმპტომი, მაქვს თუ არა ვირუსი, ამაშიც ეჭვი მეპარება. ჩემი ვირუსი მხოლოდ ანალიზებით არის დადასტურებული. ჩემი კონტაქტები შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ცრუ ინფორმაცია ავრცელდება. მე მხოლოდ სამ ოჯახში ვიმყოფებოდი, აქედან ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და ორში მხოლოდ ნახევარი საათი დავყავი. დავინფიცირდი თბილისში. უშუალო კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, ახლო კონტაქტი მქონდა 6 ადამიანთან. აქედან 5 ადამიანი შემოწმებულია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდეთ. დღეს კონტაქტებიდან მეთერთმეტე დღეა. ყოველდღე ვლოცულობ, რომ ვისთანაც კონტაქტი მქონდა ვირუსი არ დაუდასტურდეთ“, - განაცხადა "იმედის" ეთერში ინფიცირებულმა სპორტსმენმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×