რეზონანსი
07.04.2020

ახალი კვლევის თანამად, პრეპარატმა, რომელიც კანის პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, შესაძლოა, ვირუსი დაწყებისთანავე შეაჩეროს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. პრეპარატ „ივერმეკტინს“ ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრებსა და აშშ-ში პარაზიტული ინფექციების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ავსტრალიელ მკვლევარებს სჯერათ, რომ პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტური იქნება.

ტესტებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა 48 საათის განმავლობაში ვირუსის დონე 99,8%-ით შეამცირა. ხოლო სამი დღის შემდეგ კი მთლიანად აღმოფხვრა.

ითვლება, რომ პრეპარატი SARS-CoV-2-ის პარალიზებას ახდენს, რაც ხელს უშლის ვირუსის რეპლიკაციას (გაორმაგებას). მეცნიერები ითხოვენ, რომ პრეპარატი „ივერმეკტინი“ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე გამოიცადოს.

„ივერმეკტინი“ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს. პარაზიტული ინფექციების სამკურნალო ეფექტურ პრეპარატად ის მალევე იქცა. პრეპარატი „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ აუცილებელ მედიკამენტმა სიაშია, როგორც ყველაზე უსაფრთო და ეფექტური.

ბოლო წლების განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს ვირუსების წინააღმდეგ ანტი-ვირუსული მოქმედების უნარიც აქვს.

აღნიშნული კვლევების უმეტესობა მხოლოდ „ინ-ვიტრო“ – ლაბორატორიებში, უჯრედულ დონეზე არის ჩატარებული. ამ ყველაფერმა ბიძგი მისცა იმას, რომ მისი გამოცდა ადამიანებზეც მოხდეს.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულ კვლევებსა და რამდენად ეფექტური იქნება პაციენტებში პრეპარატის გამოყენება, დიდი განსხვავებაა. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, სანამ მისი გამოყენება ადამიანებზე მოხდება“,- ამბობს ექიმი მაიკლ ჰედი, „University of Southampton“-ის მკვლევარი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×