რეზონანსი
06.04.2020

საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლის, 81 წლის ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისი ისე დაკრძალეს, ის მის დაკრძალვას ვერ დაესწრო, რადგან ქალსაც კოროვანირუსი აქვს.

მისი თქმით, ის ვერ ეჭვობს საიდან მოვიდა ვირუსი, რადგან შეხება არავისთან ჰქონია.

„ვერ ვეჭვობ საიდან მოვიდა ეს ვირუსი. არავისთან შეხება არ გვქონია, არსად არ დავდიოდით, მხოლოდ მაღაზიაში გავიდოდით და მოვიდოდით. ერთადერთი რასაც ვფიქრობ ეს არის ფული. პენსია ავუღე და მოვიტანე, თანხა ბანკომატიდან მოვხსენი.", - ამბობს გარდაცვლილი 81 წლის შვილი.

როგორც ირკვევა, სახლში ბებია, შვილი, შვილიშვილი და კატა ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 81 წლის ქალი კვირას დაკრძალეს.

საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×