რეზონანსი
06.04.2020

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქალაქ არღუნის მცხოვრებლის პოლიციის მიერ ცემის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მსგავს საქციელს ამართლებს.

„თავდაპირველად უკმაყოფილო ვიყავი, რომ თანამშრომელმა ამ არანორმალურს სცემა, მაგამ მას არაფერი დაუშავებია. მე მწერენ, შენ ხომ მუსლიმი ხარ, რატომ უშვებ ამას? მე მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს. ამიტომ ვიღებ მკაცრ ზომებს. ვისაც საჭიროა „ბიტებით" გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში. ამით საკუთარ ხალხს ვიცავ", - განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ფიზიკურად როგორ უსწორდება ჩეჩნეთის პოლიცია ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც მათი ინფორმაციით, კარანტინს არღვევს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×