რეზონანსი
06.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის თანამშრომლები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფიცირების სავარაუდო წყაროდ, გუშინ გარდაცვლილ 81 წლის პაციენტს ასახელებს, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანამდე, სწორედ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ლალი ტურძელაძის თქმით, ინფიცირებულები ექთნის თანაშემწეები არიან.

„თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ, სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს" აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×