რეზონანსი
06.04.2020

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან იწყება იმ საწარმოებისა და ბიზნესების შემოწმების პროცესი, რომელთაც, ამ ეტაპზე, საქმიანობის უფლება აღუდგათ.

მისი თქმით, მკაცრად გაკონტროლდება, თუ როგორ ასრულებენ ისინი იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პროცესი იქნება სწრაფი და დღეში 50-მდე ობიექტის შემოწმება იგეგმება.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პარალელურად, შემოწმდება ის ბიზნესებიც, რომელთაც ფუნქციონირება დროებით შეეზღუდათ.

მან მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ეს დრო, რათა დროულად შეძლონ ფეხი აუწყონ კორონავირუსის გამო დამკვიდრებულ ახალ სტანდარტებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×