რეზონანსი
06.04.2020

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან - მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს, სახლიდან პირბადის გარეშე არ გავიდეს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პირბადე მხოლოდ დაავადებულ ადამიანს უნდა ეკეთოს, რადგან ჯანმრთელს ვირუსისგან ვერ იცავს.

სახის კიდევ ერთი დამცავი საშუალება ე.წ. ფარია, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და მისი გაწმენდა შესაძლებელია.

როგორ მოვიხმაროთ ფარი და პირბადე? ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ აფთიაქებსა და მაღაზიებში უკვე გამოჩნდა ქართული წარმოების ფარები, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა მხოლოდ ფარის ტარება სახის ნიღბის გარეშე ეფექტური არ არის.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ფარი უნდა ვიხმაროთ სწორად - ის მთლიანად უნდა ფარავდეს სახეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×