რეზონანსი
06.04.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყნებში დაწესებული კარანტინის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანოტნიუ გუტერიშმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზე ვრცელდება.

"ბოლო კვირებში, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლის, აგრეთვე შიშის გამძაფრების ფონზე, ოჯახური ძალადობის შემზარავი გლობალური აფეთქების მომსწრენი ვართ", - აცხადებს გუტერიში. მისი თქმით, აუცილებელი იზოლაციის გამო, ზოგიერთი ქალი თავის მოძალადე პარტნიორთან "ხაფანგში" აღმოჩნდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე აღნიშნა მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ქალების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგდა. ამასთან, სამედიცინო და პოლიციის დაწესებულებები გადატვირთულია სამუშაოს გამო, ხოლო მხარდაჭერის ადგილობრივ ჯგუფებს რესურსი არ ჰყოფნის.

გუტერიშის თქმით, ქალების მიმართ ძალადობის აღკვეთა გათვალისწინებული უნდა იყოს ხელისუფლებების მიერ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის შემუშავების დროს. კერძოდ, ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს იმ არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობენ, აგრეთვე შეუძლიათ დააწესონ შეტყობინებების ავარიული სისტემები მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×