რეზონანსი
06.04.2020

პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება 1 მაისიდან უკვე აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსდება N12 დაწესებულებაში, რომელის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება პირველი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხე, N 9 პენიტენციური დაწესებულება, მისი შენობა, ძალიან მოძველებულია და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

„ამას პირველ რიგში ალბათ პატიმრები იტყვიან, ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული და შარშან დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის, სწორედ პატიმრების ინტერესებისა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე.

რუსთავში, N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება, ნომერ მეცხრე დაწესებულებასთან" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის, რომელიც ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. ისინი გადაყვანილი არიან რუსთავში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×