რეზონანსი
06.04.2020

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე წერს.

"უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.

სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.

რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.

ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.

ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი...

შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.

შეხვედრამდე,"- წერს ეკა ტოგონიძე.

რატი სამყურაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", საქართველოს პარლამენტის VI და VII მოწვევის წევრი იყო.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ის მძიმე სენს ებრძოდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×