რეზონანსი
06.04.2020

ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვები პროდუქტით, ხოლო მეორე - 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით იყო დატვირთული.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება.

საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

“ფორტუნა“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×