რეზონანსი
06.04.2020

აშშ-ში კორონავირუსს წყვილი ემსხვერპლა, რომელიც ქორწინებაში 51 წელი იმყოფებოდა. ამის შესახებ მათმა ვაჟმა, ბადი ბეიკერმა განაცხადა.

ინციდენტი ინდიანაპოლისში მოხდა. 74 წლის სტიუარტ ბეიკერი და მისი 72 წლის მეუღლე ედრიანი საავდმყოფოში 19 მარტს მოათავსეს. მათ პნევმონიის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ.

სტიუარტს ასთმა ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსი მძიმედ გადაჰქონდა. მისი მეუღლის მდგომარეობაც გართულდა და ორივე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. ახლობლების თხოვნის, მეუღლეები ერთ პალატაში მოათავსეს.

მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×