რეზონანსი
06.04.2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 6 ბავშვია მოთავსებული. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,13 წლის ბავშვის მდგომარეობა კარგია და თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს პნევმონიის სურათის ალაგება. რაც შეეხება ორი წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მისი მდგომარეობა კარგია. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. დედას კვლავ არ უდასტურდება კორონავირუსი" , - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, დამაკმოყიფილებელია, კლინიკაში მოთავსებული კიდევ 4 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სონღულაშვილის განმარტებით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს.

მათგან ორი ახალი შემთხვევაა, რომელიც შიდა გავრცელებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 188 ადამიანია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×