რეზონანსი
06.04.2020

აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 63 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაცია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა. ინფიცირებულთაგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 21-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.

აზერბაიჯანში კორონავირუსი უკვე 647 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა. განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოში ამ დროისთვის 547 ადამიანი მკურნალობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×