რეზონანსი
06.04.2020

კორონავირუსის გამო, სხვა მილიარდერების მსგავსად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებაც მცირდება. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.05 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ივანიშვილმა პირველი დანაკარგი მარტის დასაწყისსში განიცადა და მისი ქონება 180 მილიონით შემცირდა. მაშინ “ბლუმბერგის“ მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ერთ თვეშიი კი მისი ქონება 5,05 მილიარდამდე შემცირდა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მილიარდ დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა.

ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ  აშშ დოლარს შეადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×