რეზონანსი
05.04.2020

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 252 658 ადამიანმა დაამარცხა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების 1 226 664 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 66 450 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია - 15 362, მას ესპანეთი მოსდევს (12 418), მესამეზე კი საფრანგეთია 7 560 შემთხვევით.

ყველაზე მეტი ინფიცირებული კი აშშ-შია - 312 481.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×