რეზონანსი
05.04.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 8 პაციენტს ახალი კორონავირუსი უდასტურდება.

მისივე თქმით, დღეს ტესტირება 14 პაციენტს ჩაუტარდა, მათგან 2 არის განმეორებითი კვლევა და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 23 პაციენტი, 8 რჩება დადასტურებული შემთხვევა. აქედან 5-ს აღენიშნება პნევმონია, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მიმდინარეობს მისი მონიტორინგი. გართულებულია ორმხრივი პნევმონიით, კრიტიკული არ არის თუმცა რჩება საყურადღებო. 6 ბავშვი არის ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში მათთან მიმდინარეობს მკურნალობა. სიმპტომურად ერთთან იყო პნევმონია და ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია დინამიკა.

დღეს 14 პაციენტზე მოხდა ბიოლოგიური მასალის აღება და გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან 2 არის განმეორებითი კვლევა, რომ მოხდეს დინამიკაში შემოწმება მოხდა თუ არა ვირუსის ილუმინაცია", - განაცხადა მეგი კობახიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×