რეზონანსი
05.04.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში ყოფნისას დაუდგინდა. კაცი ტრაილერის მძღოლია და ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა.

31 მარტს, რუსთავში შვილთან ერთად ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დაინფიცირების შესახებ, შვილის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა, თუმცა პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ინფიცირებულს, ის სომხეთში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი სიმპტომები აქვს.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარინა გიუნაშვილის ინფორმაციით, პაციენტის ყველა კონტაქტი გამოვლენილია, შესწავლილი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×