რეზონანსი
05.04.2020

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, დანარჩენ ინფიცირებულებთან ვითარება სტაბილურია. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორსული, რომელიც 23-ე კვირაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა, ასეთივე მდგომარეობაა 19 წლის ორსულთანაც.

რაც შეეხება 13 წლის მოზარდს, ამ ეტაპამდე ვითარების გართულება არ ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 2.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×