რეზონანსი
04.04.2020

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში წერს:

„მონიტორინგის სამსახური არსებობს?

წყნეთის "ევრომარკეტში" ვიყავი დღეს.ჩემი რიგი უწევდა და შესასვლელთან ახლოს ვიდექი. ერთ-ერთმა მომსახურე პერსონალმა ორი მუჭით ხურდა ფული მიიტანა სალაროსთან და იქვე, სადაც პროდუქტებს აწყობს ხალხი და მოლარე მუშაობს, ზედაპირზე დაყარა. ამის შემდეგ, 10-15 წუთი ითვლიდნენ და სალაროში ყრიდნენ რკინის ფულს. როდესაც ყველაფერი მორჩა, ხურდის შემომტანი გატრიალდა და მაღაზიის სივრცეში დაიწყო გადაადგილება. კარებიდან გავძახე, ქალბატონო, სპირტი გადაივლეთ ხელებზე, სად მიდიხართთქო. რაზეც მომიბრუნდა და უკმეხად მიპასუხა, რა თქვენი საქმეაო. რა, მე ჩემი თავი არ მიყვარსო.... შენი თავი არ ვიცი, მე უნდა გიყვარდეთქო... ვერ მიხვდა რა ვუთხარ... ამდენი შეგნება რომ ქონოდა, რაც გააკეთა იმას არ გააკეთებდა. რა თქმა უნდა არ გავჩერდი, მაგრამ რაა რო მერე... რაც შეეხება მოლარეს, იმ წამსვე გადაივლო ხელებზე ხსნარი და გააგრძელა მომხმარებლების მომსახურება. დახლი.... დახლი, მგონი, არც არავის გადაუწმენდია... დამუშავებაზე არაფერს ვამბობ. ზუსტად ვერ გეტყვით... მენეჯერს რომ ვუთხარი ეს ყველაფერი, ასე მიპასუხა, მოლარე ადგილზე მუშაობს და აქ გასუფთვდა, ის კი შეიგნით შევიდა და ხელთათმანები გამოიცვალაო!

მოკლედ, ხომ შეიძლება, ის ხურდა დახურულ სივრცეში დათვალონ, ცელოფნის პარკებში ჩაყარონ და ისე მიიტანონ სალაროსთან... ან, ხომ შეიძლებოდა, მობრუნებულიყო და მომხმარებლების თანდასწრებით ეჩენებინა, რომ უსფრთხოება დაცულია... ხომ შეიძლებოდა, რომ ზედაპირზე დაესხათ სითხე და გადაეწმინდათ...კი, შეიძლებოდა, მაგრამ არ გააკეთეს...

მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლიათ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერ. 04. 04.2020 სადღაც 15და 30 და 17-00 საათამდე.

მე კი დავრეცხე სარეცხის საპნით ყველაფერი. პური აივანზე მიდევს და დაველოდები ხვალინდელ დღეს.......... "

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×