რეზონანსი
04.04.2020

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა.

„ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.

„ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ", - განაცხადა კეკელიამ.

გუშინ კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადება იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და მან იჩქარა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×