რეზონანსი
04.04.2020

32 წლის ქართველ სპორტსმენი, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურა 10 წელზე მეტხანს საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი რუსეთის მოქალაქეა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით სპორტსმენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 28 მარტს ჩავიდა.

როგორც „პრაიმტაიმს" სოფელ ლიას ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება გ.ღ-მ სამეგრელოს რეგიონში 2 კვირაზე მეტი დაჰყო და რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა.

„გ.ღ. აფხაზეთიდან დევნილია. მის ოჯახს სოხუმის დაცემის შემდეგ ამ ოჯახთან სოფელ ლიაში ჰქონდა კავშირი, გარკვეული დროის მანძილზე მისი ოჯახი სწორედ ამ ოჯახმა შეიფარა. 10 წელია იგი მეგობართან სოფელ ლიაში არ ჩამოსულა .ჩვენთვის უცნობია საიდან მოვიდა იგი აფხაზეთიდან თუ თბილისიდან. მან მოიარა მთელი მეგობრები იყო წალენჯიხაში, ჯვარში, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაშიც, დაახლოებით აქ დაჰყო 2 დღეზე მეტი", - გვიყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი.

„მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენი რეგიონის რამდენიმე ლოკაციაში -ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად გადაყვანილ იქნებიან კარანტინში", - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×