რეზონანსი
04.04.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, კლინიკურმა დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს კუნთების განლევა სჭირდა და 12-15 კილოს იწონიდა.

„ვთქვი დაახლოებით ასე მხატვრულად. ძალიან პატარა წონის იყო, როდესაც მოიყვანეს კლება ჰქონდა წონაში მთელი 6-7 თვის მანძილზე. ეს აღვნიშნე, რომ იყო ძალიან გამხდარი, მხატვრულად ვთქვი, რომ 12-15 კილო იქნებოდა მეთქი. ზუსტად რამდენი კილო იყო არ ვიცი. ძლივს ჩანდა საწოლში, ნეკნებს დათვლიდით, კუნთოვანი სისტემა სულ აღარ ჰქონდა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" ლალი ტურძელაძე.

საქართველოში კორონავირუსით ამჟამად 157 ადამიანია დაინფიცირებული, ამათგან 28 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×