რეზონანსი
04.04.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მცხოვრებ კონუნ იუსუბოვასა და ასიფ გარაევის ოჯახს, შვილი კარანტინის რეჟიმის დროს შეეძინათ. ოჯახს ბავშვი 8 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა.

ორსულ ქალს საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც იგი სამშობიარო სახლ „ჰერაში" გადაიყვანეს. დღენაკლულ ჩვილს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა დედაზე მეტხანს მოუწია.

ვინაიდან კარანტინის გამო გარაევების ოჯახი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ვერ დატოვებდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით მშობლებს ჩვილი წითელი ზონის მთავარ ბლოკ-პოსტთან სამშობიარო სახლის წარმომადგენლებმა პირადად მიუყვანეს.

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×