რეზონანსი
04.04.2020

მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით და ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიას.

გახარია დარწმუნებულია, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც ისტორიას, ეკლესიასა და დღევანდელ რეალობას შეეფერება.

„მე მესმის, რომ ბევრს უნდა ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხებზე კონფლიქტური და დაპირისპირების საკითხები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე. ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია ისე აღვასრულოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს როგორიც ჩვენ ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×